LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წყნეთის აგარაკები“ აუქციონზე გაიყიდა – ყველა მყიდველი ქართველია

301
20191223172009

სახელმწიფომ წყნეთში მდებარე ქონება, რომელიც სამთავრობო აგარაკების სახელით არის ცნობილი, აუქციონის წესით გაყიდა.

აუქციონი 5 ლოტზე დასრულდა და მთლიანობაში 5-ივე ობიექტის გასაყიდი ფასი 4,748 მლნ ლარი იყო, თუმცა, ქონება 7.03 მლნ ლარად გაიყიდა. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტები კერძო პირებმა იყიდეს. ყველა მათგანი ქართველია.

შეგახსენებთ, სახელმწიფომ წყნეთის სამთავრობო აგარაკები პირობიან აუქციონზე 55.7 მლნ ლარად 2019 წელს გამოიტანა. 89,988 კვადრატული მეტრის ფართობის 13 ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში, მფლობელს 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ადგილზე ტურისტული კომპლექსი მოეწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც აგარაკები ამ ფორმით ვერ გაიყიდა, საქართველოს მთავრობამ აგარაკების ცალკეულ ლოტებად გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები