LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წყნეთში ჯართად ქცეული ოთხთვალა მოძრაობს , გვჭირდება ისეთი ავტობუსი, რომელიც ღირსებას არ შეგვილახავს”

253
BeFunky-collage (2)

წყნეთში მცხოვრები მოქალაქე საზოგადოებრივი ტრასპორტის პრობლემასთან დაკავშირებით თბილისის მერიას მიმართავს. ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ წყენთში გაუმართავი ავტობუსები მოძრაობს და პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკიც.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ქალაქის მერსა და მერიის თანამშრომლებს, ალბათ, ჰგონიათ, რომ წყნეთში მხოლოდ მდიდრები ცხოვრობენ, რომელთაც თავიანთი თვალუწვდენელი ეზოების ბოლოს ორი-სამი ავტომობილი ჰყავთ ჩრდილში დაბმული.

ცდებით !!! წყნეთში უამრავი ჩვეულებრივი მოქალაქე ცხოვრობს, ძალიან ბევრი გაჭირვებული საქმიანობს. ყოფილ კურორტზე დევნილთა არაერთი კომპაქტური დასახლებაა განლაგებული. ყოველდღიურად ასობით ძიძა და მოახლე ამოდის და ჩადის შეძლებულთა კომფორტისთვის, აქვე ბევრი სტუდენტი ქირაობს შედარებით იაფ საცხოვრებელს. მშენებლობებსაც ხომ ბოლო არ უჩანთ, მუშები, ინჟინრები, სატვირთოთა კაპიტნებიც სულ ირევიან თრიალეთის ქედის ფერდობზე.

წყნეთის გზაზე ავტობუსი დაგორდა, დაშავებულია 5 ადამიანი

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს

ვართ ისეთებიც, რომელთაც მკაცრი ზამთრის დადგომამდე არ გვსურს ჩვენს დანგრეულ, ხმაურიან, მტვრიან, ეკოლოგიური კატასტროფის ზონებად ქცეულ თბილისურ ქუჩებზე ჩაბარგება და ბაბუის დანატოვარი საბჭოთა კოტეჯის მოცუცქნულ ფლიგელს ვაფარებთ თავს.

ჩვენ ყველას გვჭირდება ავტობუსი!

ჩვენ ყველას გვჭირდება ისეთი ავტობუსი, რომელიც ღირსებას არ შეგვილახავს და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ გვაგრძობინებს თავს.

კიდევ ერთი მხრჩოლავი ავტობუსი, რომელიც წყნეთის გზაზე დადის (ვიდეო)

ავტობუსის ნაცვლად წყნეთში მოძრაობს ჯართად ქცეული ოთხთვალა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით გზაზე ტოვებს ხოლმე ნაწილებს. აღმართზე ასვლა უჭირს და გამოსცემს დაჭრილი ნადირის ხმას. დადის კუს ნაბიჯებით. რამდენჯერმე დაგორდა და ტყეში შევარდა. საშინელ შავ კვამლს გამოჰყოფს. რაც მთავარია, ავტობუსში თითქმის არასდროს არის ადგილი. სავარძელს არ ვგულისხმობ, ფეხზე დასადგომი ადგილიც არ არის, თევზის კონსერვის მსგავსად ჩაჭეჭყვაც კი პრობლემაა ძალიან ხშირად.

მორიგი მხრჩოლავი ავტობუსი თბილისი-წყნეთის გზაზე (ვიდეო)

მორიგი მხრჩოლავი ავტობუსი ამჯერად წყნეთი-თბილისის გზაზე გამოჩნდა. ვიდეოს ავტორი, რომელიც მცირე ხნის წინ  სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჟურნალ „O.K.“-ს რედაქტორი ნინჩო ჯიბლაძეა და ის წერს: „არ გეჩვენებათ, ასეთია ყველა, უკლებლივ! მგზავრების სახეზე ადვილი მისახვედრია, რა დღეშიც არიან, ამოხუთულები 40 გრადუს სიცხეში – ქალებს ჩანთით ნიშადური დააქვთ წლებია, გულის წასვლისთვის რომ მზად იყვნენ“. ვიდეოს, რასაკვირველია, გამოხმაურება მოჰყვა. […]

ამდენი ბედნიერებით ხომ არ შემოიფარგლებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანია, კიდევ უფრო გაგვახარეს ამ სამსახურის გენიოსმა თანამშრომლებმა. ავტობუსების გადაადგილებისა და მძღოლების შესვენებათა გრაფიკი ან ძალიან იდიოტმა, ან ძალიან, ძალიან ბოროტმა ადამიანმა შეადგინა. ამ გრაფიკის მიხედვით შეიძლება 35-45 წუთი მოგიწიოს ადამიანს გაჩერებაზე დგომა, ლოდინის შემდეგ კი სამი-ოთხი ავტობუსი ერთად დაგადგეს თავზე, რაც დაუნდობელ კონფლიქტს იწვევს მგზავრებსა და მძღოლებს შორის.

წყნეთში ახალი ავტობუსის, მგზავრობისას სავარძელში ჩაჯდომის იმედი ვიღაცებს სამუდამოდ აქვთ დაკარგული. გრაფიკი მაინც შეადგინეთ ისე, რომ მძღოლიც ისვენებდეს და ინტერვალიც არეულ-დარეული არ იყოს.

“დროშა მაინც დაკიდენთ”!

გთხოვთ !!!“- წერს ლევან ლორთქიფანიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები