LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 8 მეწარმე პასუხისგებაში მისცეს

72
xetyee

ქვემო ქართლის რეგიონში, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე 8 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს – ამის შესახებ ინფორმაციას  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ხის მასალის, მათ შორის შეშის რეალიზაცია, სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, საქონლის რეალიზაციის პროცესში არ ახდენდნენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების გაწერას. ნაცვლად ამისა, განსახორციელებელი ოპერაციის შენიღბვის მიზნით, ახდენდნენ საქონლის ვითომდა შიდა გადაზიდვის ზედნადებების გაწერას, ხოლო საქონლის რეალიზაციის შემდეგ, აღნიშნული ზედნადებების გაუქმებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები