LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

70
1550473308-52415958_1235846613239019_6747041005200998400_n

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი პროფესიული სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ელექტრიკოსის სწავლების სრული კურსის გავლის დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები