LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის შვილიშვილი დააკავეს

414
Police-Line-Do-Not-Cross_5cb9645247c20

სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის შვილიშვილი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულის მიმართ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

საქმე ეხება 3 მაისს მომხდარ ფაქტს, როდესაც შსს-ს მტკიცებით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა.

უწყების ცნობით, გამოძიების მსვლელობაში დადგინდა, რომ ადგილზე ორი სხვადასხვა იარაღით გაისროლეს, ამ გარემოებამ კი გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა. უწყების ინფორმაციით, ოჯახის წევრები ჩვენებებში ამბობენ, რომ დაკავებულის მეორე შვილმა პირველ მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღის ადრე განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება.

3 მაისს პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა ომარ გამყრელიძე. მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა, სასამართლო პროცესი კი 25 ივნისისათვის ჩაინიშნა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისა და იარაღის, ასევე ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები