ბორტგამცილებლის უნიფორმა წლების განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა და მოდის ტრენდებზე ადაპტირდებოდა. თუმცა, წარმოუდგენელია რომ რომელიმე დიზაინერს ეწინასწარმეტყველა ის რაც დღეს ყველაზე აქტუალურია.

ყატარის ავიახაზები გახდა ერთ–ერთი პირველი იმ რამდენიმე ავიაგადამზიდს შორის, რომელმაც პერსონალური დაცვის აღჭურვილობა – ანუ კორონავირუსის პანდემიის პრევენციისთვის განკუთვნილი კოსტუმი წარადგინა.

ამიერიდან ყატარის ყველა თანამშრომელი უნიფორმაზე სწორედ ამ კოსტუმს ჩაიცმევს და თან დამცავი სათვალის, ხელთათმანის და პირბადის ტარებაც აუცილებელი იქნება.

25 მაისიდან განხორციელებულ ყველა რეისზე პირბადის ტარება მგზავრებისთვისაც სავალდებულო გახდება.

„ყატარის ავიახაზებში უსაფრთხოებას აქამდეც ვიცავდით და ჩვენი გუნდის წევრები პირბადეებსა და ხელთათმანებს უკვე რამდენიმე კვირაა ატარებენ. თუმცა, ახლა გადავწყვიტეთ, რომ დამატებითი უსაფრთხოების ნორმები მივიღოთ და თანამშრომლებისა და მგზავრების ჯანმრთელობა დავიცვათ.“ – განაცხადა ავიაგადამზიდის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05