LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავა მკერდის ზომას ამცირებს

206

შვედმა მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ყავის მოხმარებასა და მკერდის ზომას შორის კავშირი არსებობს. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც 300-ზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. ქალები ჯგუფებად დაყვეს და თხოვეს, სხვადასხვა რაოდენობით მიეღოთ კოფეინიანი სასმელები.

კვლევის შედეგებმა მეცნიერები გააოცა. როგორც აღმოჩნდა, ყავის ხშირმა მიღებამ მკერდის ზომა შეამცირა. მაგალითად, მონაწილეები, რომლებიც დღეში 3 ჭიქამდე ყავას სვამდნენ, მკერდის ზომა 17%-ით შეუმცირდათ. ამასთან, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ შედეგი პირველ რიგში დიდი მკერდის მქონე ქალებზე აღმოჩნდა შესამჩნევი.

ამასთან, მეცნიერები ამბობენ, რომ ყავას ქალის ორგანიზმისთვის დადებითი შედეგებიც მოაქვს. რეგულარული მოხმარება სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს. ექიმები მკერდის დაპატარავებას იმ ქალებს ურჩევენ, რომლებსაც სარძევე ჯირკვლების სიმსივნის შიში აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები