LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავის ფასი იზრდება

197
ყავა

ნიუ-იორკში ყავის ფასი ვაჭრობის ოთხი სესიის განმავლობაში პირველად გაიზარდა.

„არაბიკას ფიუჩერსების“ ფასი 2,3%-ით, $2,384-მდე გაძვირდა. გაიზარდა რობუსტას ფასებიც.

როგორც ჩანს, მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის პარალელურად, რისკიანი აქტივებისგან დისტანცირების განწყობის ფონზე, ბაზარი აღდგენას იწყებს.

ამასთან, ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან პოლიტიკის აგრესიული გამკაცრების მოლოდინი ინვესტორებს უფრო უსაფრთხო აქტივებისგან უბიძგებს.

„არაბიკას“ ფასები გასულ წელს მიწოდების დეფიციტის გამო გაიზარდა. მოვაჭრეები ამჟამად ბრაზილიაში, რომელიც მსოფლიოში ყავის ყველაზე დიდი მიმწოდებელია, ამინდს აკვირდებიან.

წყარო. Bloomberg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები