LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავის მოყვარულები უფრო დიდხანს ცოცხლობენ

411
7

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ადამიანები ვინც ყავას ყოველ დღე მიირთმევს, უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე ისინი ვინც კოფეინზე უარს ამბობენ.

ყავა ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს და გულზე, ტვინსა და ღვიძლზე დადებით გავლენას ახდენს.

სამედიცინო გამოცემა JAMA Internal Medicine-მა ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა. სპეციალისტებს სჯერათ, რომ რაც არ უნდა დიდი რაოდენობით კოფეინს იღებდეს ადამიანი, სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკი მაინც უფრო დაბალია.

ექსპერიმენტში 500 ათასი ბრიტანელი მოხალისე მონაწილეობდა და მათგან 387 494 ადამიანი ყავის დიდი მოყვარული იყო. აღმოჩნდა, რომ ისინი ვინც დღეში 2-დან 5 ფინჯანამდე ყავას მიირთმევდნენ – ნაადრევი სიკდვილის რისკს 12%-ით ამცირებდნენ. ხოლო ისინი ვინც 6 ან 7 ფინჯან ყავას სვავდა – ნაადრევი სიკვდილის შანსებს 16%-ით ამცირებდა.

საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში ყავის სახეობას თუ წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები