LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავისა და ჩაის მრავალფეროვანი არჩევანი – ქუთაისის აეროპორტში Meama Collect გაიხსნა

189
273130378-4927731387294772-4260164884292076596-n

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ოპერირება დაიწყო სრულიად განსხვავებული კონცეფციის Meama Collect-მა, რომლის დიზაინიც და სპეციფიკაც საგანგებოდ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტისთვის შეიქმნა.

ობიექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძემ და „მეამას” დირექტორმა ლუკა კაპანაძემ გახსნეს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში მოქმედი აეროპორტებიდან არის პირველი, სადაც Meama Collect-ის ბრენდი შევიდა.

ცნობისთვის, „მეამა ქოლექთის“ take away კონცეფციის ობიექტი მგზავრებს ყავისა და ჩაის მრავალფეროვან არჩევანსა, თუ სხვადასხვა არომატულ კოქტეილს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები