LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახური ხორბალი ქართულ ბაზარზე ბრუნდება

451
zerno111-13288-1536678737

ქართულ ბაზარზე ყაზახური ხორბლის დაბრუნების საკითხში სერიოზული წინსვლაა. აღნიშნული განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ყაზახეთში გააკეთა, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების დონეზე საბოლოოდ შეთანხმდა საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტის საკითხი.

„დღეს ქართულ ბაზარზე ძირითადად რუსული ხორბალი დომინირებს, რაც არ ნიშნავს დივერსიფიკაციას და არ არის მაინცდამაინც სახარბიელო. ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით – ყაზახური მხარე ფინანსურ დახმარებას გაუწევს და დაასუბსიდირებს ხორბლის გადაზიდვებს თავის ტერიტორიაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ყაზახური ხორბალი საქართველოში უფრო დიდი მოცულობით შემოვიდეს და შედარებით ხელმისაწვდომ ფასად. ეს ზოგადად მოხსნის ამ სტატეგიული პროდუქტის ბაზარზე მიწოდების პრობლემას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავა საქართველოში დაბრუნებისთანავე გეგმავს შეხვედრებს ამ სექტორის წარმომადგენლებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები