LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყელამდე სისხლში ხართ, გაეცით პასუხი ეკლესიის დანგრევას” – დაპირისპირება საჯარო ლექციაზე (ვიდეო)

828
bokeria

გიგა ბოკერია და ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საჯარო ლექციაზე ერთად იმყოფებოდნენ, სადაც “ევროპული საქართველოს” ლიდერს ერთ-ერთი მსმენელი დაუპირისპირდა.

ვიდეოჩანაწერში ისმის ქალის ხმა, რომელიც ბოკერიასგან ითხოვს, ყველას მოუყვეს მისი ისტორია და პასუხი გასცეს კოდორის მოვლენებსა და გლდანის ეკლესიის დანგრევას.

კადრში არ ჩანს, მაგრამ დაპირისპირებული მსმენელი, სავარაუდოდ, ადა მარშანიაა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორმა“ ლექციის პირდაპირი ჩანაწერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ბოკერია და ზარდიაშვილი სიტყვით გამოდიან.

გიგა ბოკერიამ თავის გამოსვლაში სახელმწიფოებრიობაზე, საგარეო ურთიერთობებზე, შიდა და გარე კონპლიქტებზე ისაუბრა. მან ახალგაზრდებს მეტი სამოქალაქო აქტიურობისკენ მოუწოდა. ვანო ზარდიაშვილმა კი კონკრეტულად „ინიციატორზე“ ისაუბრა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორი“ ვანო ზარდიაშვილის ხელშეწყობით  შეიქმნა. ორგანიზაციის განმარტებით, ჯგუფის საქმიანობა სრულიად აპოლიტიკურია და ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

შეგახსნებთ, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა საპარლამენტო მანდატი 7 ოქტომბერს დატოვა.