LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შე ყეყეჩო გიგა ბოკერია – დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში (ვიდეო)

346
Capture

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკისა და „ევროპულ საქართველოს“ წარმომადგენელ გიგა ბოკერიას შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.

გიგა ბოკერიას გაღიზიანება გია ვოლსკის გამოსვლამ გამოიწვია, რომელიც შუალედურ არჩევნებს აფასებდა. ბოკერიამ ვოლსკის სიტყვით გამოსვლამდე აღნიშნა, რომ „ოცნებას“ თავის რიგებში ყავს ცეკას ყოფილი ინსტრუქტორი გია ვოლსკი.

ბოკერიას საპასუხოდ გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, რომლებზეც ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით ადამიანები არ გაუუპატიურებიათ.

ამის შემდეგ გიგა ბოკერიამ მას უზრდელი და ცეკა-სინსტრუქტორი უწოდა.

გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას ყეყეჩი უწოდა. სიტყვიერ დაპირისპირებაში პარლამენტის თავმჯდომარე ჩაერთო. როგორც მან აღნიშნა, “ეს ემოციური მდგომარეობა გასაგებია და მას აქვს თავისი ახსნა, თუმცა, არ აქვს გამართლება. “მან დეპუტატებს ემოციების მართვისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები