LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირიმ-კონგოს ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

320
კლინიკა

ასპინძაში, ყირიმ-კონგოს ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული და სავარაუდოდ, დაავადება ცხოველთან კონტაქტის დროს ტკიპის ნაკბენის შედეგად განუვითარდა.

მამაკაცმა თავდაპირველად ახალციხის კლინიკას მიმართა, მოგვიანებით კი ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის გარდაცვლილის ოჯახის წევრები სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ეს გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. გასულ წელს 12 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა და ერთი ლეტალურად დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები