LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი პოლიციელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს

140
444444

თბილისში ყოფილი პოლიციელის მკვლელობისთვის 28 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

1992 წელს დაბადებულმა მამაკაცმა გუშინ, ყოფილი პოლიციელი ცივი იარაღით ზურგში სასიკვდილოდ დაჭრა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1988 დაბადებულ კ.თ.-ს ცივი იარაღით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა,”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები