LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველდღე მეჩხუბებოდა… ბევრს ჭამო” – რძალი მამამთილს ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს

306
ghghgh

ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში, ქალი მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც დაზარალებული სასამართლოში ყვება, 15 წლის განმავლობაში მოძალადე მამამთილისგან ფსიქოლოგიურ ძალადობისგან თავის დასაღწევად ცივ ოთახში იკეტებოდა. მისი თქმით, ბოლო წლებში მასთან ერთად არასრულწლოვანი შვილებიც იყვნენ.

“ყოველდღე მეჩხუბებოდა და მამადლიდა საკვებს. მეუბნებოდა, ბევრს ჭამო… ყოველდღე მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგინებდა. იძულებული ვიყავი, ავსულიყავი სახლის მეორე სართულზე და იქ ვყოფილიყავი სიცივეში”.

მოსამართლე ბიძინა სტურუამ ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოზურგეთის სასამართლოს განაჩენში ვკითხულობთ:

“მიუხედავად იმისა, რომ ნ. ი. დაკავებული იყო საოჯახო საქმეებით, ზრდიდა შვილებს, ზ.ჩ. იყო უკმაყოფილო და ნ.-ს მიმართ გამოხატავდა აგრესიას, ლანძღავდა, აგინებდა დედის მისამართით, უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, ამადლიდა მის მიერ ოჯახში შეტანილ სარჩოს, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას და დამცირებას, რისთვისაც დაზარალებული იძულებული იყო ზამთრის პერიოდში გასულიყო სხვა ოთახში და გაეძლო სიცივისთვის…”

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა მისი ადვოკატი დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.

მოგვიანებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა პირობითი მსჯავრით შეუცვალა და აღნიშნა:

“სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ზ.ჩ.-ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და პირობა დადო, რომ მისი მხრიდან მსგავს ქმედებას ადგილი აღარ ექნება, ის არის 66 წლის პენსიონერი, აწუხებს გულის იშემიური დაავადება, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი,” – აღნიშნავს მოსამართლე ვერა დოლიძე.

 

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები