LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველი 50 მოგზაურიდან ერთი ცხოვრების სიყვარულს ფრენის დროს პოულობს

1974
travellove

სიყვარული დაფრინავს და თან პირდაპირი მნიშვნელობით. როგორც ცხელ-ცხელი კვლევის შემდეგ დადგინდა, თვითმფრინავი „ნაპერწკლებითაა“ სავსე და მეორე ნახევრის პოვნის შანსიც ძალიან დიდია. გამოკითხვაში მსოფლიოს 141 ქვეყანაში მცხოვრები 5 ათასი მოგზაური მონაწილეობდა და როგორც გაირკვა ბორტზე საინტერესო ნაცნობობა ბევრ მათგანს გამოუცდია. ყოველი 50-დან ერთმა კი მთელი ცხოვრების სიყვარულიც კი იპოვა.

ექსპერტებმა ასევე დაადგინეს, რომ მოგზაურთა 16%-მა ფრენისას ბიზნესკონტაქტი დაამყარა, 14%-მა კი ძალიან ახლო მეგობრები გაიცნო. ხოლო, როგორც 51%-მა აღიარა, მოგზაურობისას ახლო ურთიერთობის დამყარებისგან თავს იკავებს, თუმცა, ფრენის დროს უცხოებთან საუბარს ნამდვილად არ ერიდება.

ამიტომ, ფრენა ცუდი აზრი არასდროს არ არის და თუკი მეგობრის ან სიყვარულის პოვნაზე უარს არ იტყოდით, არსებობს უამრავი აპლიკაცია რომელიც ბორტზე გამოგადგებათ. მაგალითად, btrfly არის სერვისი, რომელიც ერთმანეთთან მსოფლიოს 380 აეროპორტის მგზავრებს აკავშირებს, Planely კი ცისთვის შექმნილი სოციალური მედიაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები