LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველი სხდომისას დასჭირდებათ სპეცრაზმი და ამას გააკეთებს გაბრაზებული ხალხი”

280
specrazmi

კუნთების თამაში ხელისუფლებისგან და საკუთარი მოქალაქეებისთვის იმის ჩვენება, რომ მთავრობას ძალა აქვს – 18 ნოემბერს წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით მშვიდობიანი აქციის დარბევა, იმიტომ რომ ბიუროს სხდომის ჩასატარებლად დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სურდათ, ოპოზიციის აზრით, სიტაუციას კიდევ უფრო ამწვავებს. 

“ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე “ფორტუნას” “დღის თემაში” აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რეალობის აღქმა დაკარგა და ვერ ხვდება, ხალხს რეალურად რა აწუხებს.

ვერასდროს დაადებენ ბოქლომს ინსტიტუტებს - ბიუროს სხდომა ოპოზიციის გარეშე

,,შსს-მ აჩვენა, როგორი პასუხისმგებლიანია მოქალაქეების მიმართ"

„ადამიანების მოთხოვნა არის უმარტივესი. მათ ჰქონდეთ სამართლიანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა”, – აცხადებს აბესაძე. 

პოლიტიკოსი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აქციის დარბევის დღე ხელისუფლების შიშის გამოხატულებაა.

“ფორტუნას” კითხვაზე, აქვს თუ არა რესურსი ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს, რომ მიზანს მიაღწიონ, აბესაძე პასუხობს, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

“ჩვენი მოთხოვნები აუცილებლად შესრულოდება. მათ ყოველი სხდომისას დასჭირდებათ სპეცრაზმის გამოყენება, თუ არ დააკმაყოფილებენ ხალხის მოთხოვნას. ამას იზამს გაბრაზებული ხალხი.

ისინი ამ შიშით ქვეყნის მართვას ვერ შეძლებენ და მოუწევთ, დათმობაზე წასვლა.

რაც უფრო მეტად დაიგვიანებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას, მით უფრო ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ”, – აცხადებს აბესაძე.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის დიდმა ნაწილმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, რასაც ქუჩაში გამოსვლები მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები