LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ყოველივეს ქალბატონი ნეკას მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის“ – თამარ ივერი

780
ნიკ33

ოპერის მომღერალი თამარ ივერი მსოფლიოს 27-ე ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო განვითარებულ ამბებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომხდარზე საკუთარ აზრს აფიქსირებს.

ივერი ვარაუდობს, რომ  ნიკოლოზ ბასილაშვილი შანტაჟის მსხვერპლია.

„ქალთა მიმართ ძალადობის ერთ ერთი ხმალამოღებული მოწინააღმდეგე ვარ… თუმცა, ამ შემთხვევაში, რაც მოვისმინე, ინტუიციით ამ ყოველივეს… ქალბატონი ნეკას მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის!!
მანამდე დედამთილისთვისაც მოუსწრია ჩივილი, ქმარს თვეში 100.000ლარს(!)დიახ, არც მეტი არც ნაკლები თვეში 100.000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის (ჯერ საერთოდ ფუი! ასეთ ხელშეკრულებას თუნდაც ყოფილ ქმართან!!)
ახლა თურმე ეს 100 ათასი ლარი აღარ ყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია(!), თავად მისულა “მსხვერპლი” მოძალადესთან სახლში(!), მორიგჯერ კარიერის დანგრევით და საიდუმლოს გამჟღავნებით დამუქრებია და მოკლედ….ჩემს წინაშე უსუსური “ნაძალადევი” გოგონა კი არა…. კარგად დატრენინგებული შანტაჟისტი “პროვოკატორშა” წამოისახა!!! და მას ეს “ძალადობა”იგრძნობა,  რომ… ამ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა.

მწარე ენით, შენი ცხოვრების ჭრილობაზე და საიდუმლოზე გამუდმებით მარილის ყრით და კარიერის დანგრევის მუქარით კი ცხვარს ააღებინებ ხელში დამბაჩას არამცთუ ადამიანს!! და უკაცრავად, ადამიანზე მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის და მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად? სხვათა შორის, თუ ასეა, მუდმივმა შანტაჟმა ადამიანი დიდი ალბათობით შეიძლება ფსიქიურ შეშლამდე და თვითმკლელობამდე მიიყვანოს, მაშინ როცა “ფინგალი” ერთ კვირაში გაუვლის. თუმცა, დიდი ეჭვი მეპარება თავად ნიკოლოზის მხრიდან რაიმე მონაწილეობისა ამ აქციაში. გამწარებული მამისგან კი შეიძლება იყო კიდეც რაღაც ადეკვატური მუქარა. ასე რომ ხვალინდელი, ოცდაათი კბილებალესილი ადვოკატების მიერ ჭრაკერვა/მონტაჟჩატარებული ტექსტების ნაკლებად მჯერა! როგორც მოსკოვი ისე “Тбилиси Слезам(Крокодила) не верит»!!
ჩემი მხარდაჭერა ნიკოლოზ ბასილაშვილს!!
მისი მსოფლიო კარიერა კი იაფფასიანი ფულს და პიარს დახარბებული ავანტიურისტების გამო არანაირად არ დაინგრევა!!!
ვთვლი, რომ პირიქით, ნიკოლოზმა უნდა გამართოს ბრიფინგი და როგორც რუსები იტყვიან:” расставить все точки над i “

ბასილაშვილს არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო: შოთა არველაძე

„ჩემი ბუნებით, ხასიათითა და პრინციპებით, ყოველთვის ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ"

 

პ.ს. შეიძლება არც დამეწერა ამხელა პოსტი, მაგრამ თავად მაქვს გამოცდილი 2013-14 წლებში თუ რა გამანადგურებლად მწარეა პიროვნული და ნალოლიავები კარიერის დანგრევის მუქარის შემცველი გაუთავებელი შანტაჟები და ეს ფსიქოლოგიური შანტაჟები… მერწმუნონ ადამიანის უფლებადამცველები… ნებისმიერ წიხლზე და მუშტზე უფრო დიდი დანაშაულია!!!… ყოველ შემთხვევაში არანაკლები. ასე რომ, კიდევ გასარკვევია, რომელი მხარეა ჭეშმარიტი ძალადობის მსხვერპლი!!
და თუ ჩემი ტექსტით და ვარაუდით 360გრადუსში შევცდები…. არც ბოდიშის მოხდა გამიჭირდება!“, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ივერი.

 

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე დღეს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, სადაც მისი თქმით, ყველა დეტალს ნათელს მოჰფენს. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი აცხადებს, რომ ის თავის სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები