LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყურადღებას როგორც კი მოვადუნებთ და ვირუსს ბუნებრივი გავრცელების საშუალებას მივცემთ, ის სწრაფად დააავადებს საზოგადოების დიდ ნაწილს – ბიძინა კულუმბეგოვი

91
befunky-collage-6-2020-04-15-14-37-47-322985

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას სოციალური დისტანცირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ის აღნიშნავს, რომ საზოგადოება ფრთხილად თუ არ იქნება სიტუაცია ძალიან მალე შეიძლება დრამატულად შეიცვალოს და მოსახლეობის დიდი ნაწილი სწრაფად დაავადდეს. მას მაგალითად მოჰყავს მეზობელი სომხეთის მაგალითი.

„ამ ინფექციაზე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეპიდემიის სამედიცინო ასპექტით დასრულება ძალიან შორს არის რეალობისგან. მსოფლიოში გუშინ და გუშინწინაც კი იმდენი შემთხვევა დაფიქსირდა, რამდენიც ეპიდემიის დაწყების დღიდან არ ყოფილა. ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ მოვლენები. თუ ერთი ადამიანიც კი დაავადებული იქნება მსოფლიოში ამ დაავადებით, არც ერთი ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს არ აქვს მშვიდად ყოფნის უფლება. არ უნდა დავიჯეროთ, რომ ინფექციამ თავი დაგვანება. ჩვენ არანაირი იარაღი მის წინააღმდეგ არ გვაქვს, გარდა იმუნური სისტემისა და სოციალური პასუხისმგებლობისა. ამის სხვა წამალი არ არსებობს. ეს კარგად უნდა გავითავისოთ. ცოტა მოდუნებამაც კი წარმოშვა უკვე ის ვითარება, რომ დაახლოებით ათი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს უკვე, რომლებზეც არ ვიცით ინფიცირების წყარო. ეს ქმნის ძალიან მაღალ რისკს. ჩვენ ვიცით, რომ ერთი ადამიანი თავისი ინფექციის დაწყებიდან დამთავრებამდე აინფიცირებს მინიმუმ სამ ადამიანს. ამიტომ ცხრიდან შეიძლება, დაინფიცირდეს 27, 27-დან 27-ჯერ სამი და ა.შ. კიდევ ერთხელ გავიცნობიეროთ ეს ყველაფერი. მინდა, ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ რისკებს“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვი ასევე აღნიშნავს, რომ  პასუხისმგებლობა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ეკისრება თავად მოქალაქეს და არა რომელიმე კონკრეტულ ჩინოვნიკს.

„ეს არის მართვადი პანდემია, თუმცა ერთი ზღვარია დარჩენილი უმართავ პანდემიამდე. თუ სიტუაცია გაუარესდა, დამნაშავე იქნება თითოეული ადამიანი. ეს არ უნდა დავაბრალოთ არავის სხვას. ბევრი ქვეყანა ამ პრინციპით უდგება, ეპიდემიის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს მოქალაქეს და არა რომელიმე სახელმწიფო ჩინოვნიკს.

მეორე ტალღაზე საუბრობენ იმ შემთხვევაში, როცა პანდემია გამოცხადდება დასრულებილად და გაჩნდება ახალი კერები. ჯერ პანდემია არ დასრულებულა მსოფლიოში, აქტიურად მიმდინარეობს ახალი შემთხვევები. ეს ტალღისებური გავრცელება, ანუ დაიკლო-მოიმატა ბევრ ქვეყანას დაემართა. მთავარია, ინფექციის გავრცელების რეპროდუქციული ინდექსი არ უნდა გაგვექცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია შეიძლება, ძალიან მალე დრამატულად გაუარესდეს, რაც ჩვენს მეზობელ სომხეთს დაემართა. თუ იქნება საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის დღეში 50 და მეტი შემთხვევა, ამას უკვე ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. გადაიტვირთება სამედიცინო სფერო და იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, არ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სამედიცინო სერვისი, ამის გამო შეექმნებათ პრობლემა და არა კორონავირუსის გამო.

მნიშვნელოვაოა, ყველამ ვიცოდეთ, კორონა არსად წასვლას არ აპირებს, ინფექციის მიმართ ყურადღებას როგორც კი მოვადუნებთ და ბუნებრივი გავრცელების საშუალებას მივცემთ, ის აუცილებლად სწრაფად დააავადებს საზოგადოების დიდ ნაწილს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების მოწყვლადი ფენა, ანუ ქრონიკულად დაავადებული ადამიანები და ხანდაზმული ადამიანების დიდი ნაწილი ემსხვერპლება ამას“,- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები