LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყურძენზე სუბსიდირება, შესაძლოა, შეწყდეს

138

წელს საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება არ განხორციელდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირების განხორციელების საჭიროება არ არსებობს. მინისტრის განმარტებით, ასევე მოლოდინები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სუბსიდირება არ განხორციელდეს რქაწითელის ჯიშის ყურძენზეც.

როგორც დავითაშვილი აცხადებს, უკვე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საფერავის ჯიშზე სუბსიდირება არ განხორციელდება, ხოლო მთავრობაში სხვა ჯიშის ყურძენთან დაკავშირებით სუბსიდირების საკითხებზე შეჯერებული პოზიცია არ არსებობს.

“წელს ყურძნის სუბსიდირება არ გვექნება ცალსახად საფერავში. მოლოდინი ისეთია, რომ სუბსიდირება არ გვექნება არც თეთრ ყურძენზე. ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში დავიწყეთ გარკვეული ინსტრუმენტების შექმნა, რომ ბრენდის ინდუსტრიამ სპირტის გამოსაყოფი რქაწითელი დააფინანსოს. ეს არის დღეის გეგმა. რთველის დროს გვექნება კომუნიკაცია. ანუ ეს არის მთავრობაში შეჯერებული სცენარი, მაგრამ მოლოდინები გვაქვს, რომ საფერავსა და რქაწითელზე არ გვექნება სუბსიდირება”, – განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, რომ სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2013 წლიდან ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები