LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარელში ხანძარი ლიკვიდირებულია (ვიდეო)

176
xanzris chaqroba

ახალსოფელში მთის ფერდობზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ხუთდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების და პილოტების დახმარებით ცეცხლის კერების ჩაქრობა შეძლეს. ცეცხლის ქრობაში ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს სპეციალიზებული მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა.

მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე შიდა კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ასევე სხვა და სხვა რეგიონებიდან, მათ შორის თბილისიდან მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მონიტორინგის მიზნით ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი დარჩება.