LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარელში, მშენებლობაზე კედელი ჩამოინგრა და მუშა მოიყოლა (ფოტო)

397
მუშა

მაშველებმა ყვარელში ნანგრევებში მოყოლილი მუშა გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე კედელი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს ჩამოინგრა, რის შედეგადაც ნანგრევების ქვეშ მუშა  მოყვა.

“მაშველებმა, სწრაფი და ეფექტური მოქმედებების შედეგად შემთხვევის ადგილი ნანგრევებისგან გაათავისუფლეს. ნანგრევების ქვეშ იქნა ნაპოვნი მუშა, რომელიც იყო კონტაქტური. მაშველებმა მუშის გადარჩენა და ამოყვანა დროულად მოახერხეს. მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სტაციონარში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.” -წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები