LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარელში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 12 წლის ბავშვი ესმხვერპლა

278
78274711-423136371665887-5338606733604421632-n

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 12 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ. ხანძარმა ბავშვის დედა, დეიდა და ერთი მცირეწლოვანი ბავშვიც დააზიანა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ბრიგადები და პოლიცია. მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე მუშაობენ და ცეცხლის ჩაქრობას  ცდილობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა რადიო “ფორტუნასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გაუფრთილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. უწყების ცნობით, ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები