ყვარლის მუნიციპალიტეტეში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცოტა ხნის წინ ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიცის მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო. რთული რელიეფის გამო ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც ლოკალიზებას ცოცხალი ძალა ცდილობს.

როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი დავით ალადაშვილი ამბობს, ცეცხლი უკვე მრავალწლოვან ფოთლოვან ტყესაც მოედო და ხანძრის არეალი 10 ჰექტრამდე გაფართოვდა.

მსგავსი თემები