LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა არარაობის საყურადღებოდ! ბუბა ყოველთვის იქნება ბუბა” – პაატა ბურჭულაძე

273
123036942-659740868060751-7876999770791632184-n

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ბუბა კიკაბიძესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ეხმაურება.

ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგის თემა კიკაბიძის განსჯა არ უნდა იყოს.

“იმას, რაც დღეს მოხდა უკვე ფსკერიც აღარ ჰქვია!
ჩემო ბუბა, მიყვარხარ და ვამაყობ, რომ შენთან მთელი ცხოვების მეგობრობა მაკავშირებს!
საქართველოს პრემიერმინისტრს თურმე გული წყდება, რომ ბუბამ ერთ საღამოში დაკარგა ხალხის სიყვარული და რეპუტაცია. ეს არის მათი ქართული ოცნება, მოკლან ყველა ავტორიტეტი ქვეყანაში, მათსავით უსახური და მონა გახდეს ჩვენი საზოგადოება! ამაზე ოცნებობენ, მაგრამ ვერ ეღირსებიან!
რა მდაბიო და ბოროტი უნდა იყო, როგორი ყველაფრის მკადრებელი, რომ ბუბაზე გადავლის სურვილიც ასე ვერ დაფარო, მის მიმართაც ასეთი სიძულვილი გამოავლინო. ან რა ბრიფინგის თემა ეს არის ქვეყნის პრემიერმინისტრისთვის ვინმემ ამიხსენით!
ყველა არარაობის საყურადღებოდ! ბუბა ყოველთვის იქნება ბუბა, საქართველოს სიამაყე, ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის ნაწილი და ხალხსაც ყოველთვის უსაზღვროთ ეყვარება.
ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე 31-ში და ხმა მივცეთ ამ მავნებელი არარაობების წინააღმდეგ!”-წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, პარტიის მიერ ორგანიზებულ დასკვნით ღონისძიებაზე სიმღერა “თბილისოს” ორი კუპლეტი რუსულად იმღერა.

დღეს კი პრემიერი მომხდარს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოეხმაურა.

პირდაპირ გეუბნებით, ეს იყო ქვეცნობიერის გამოვლენა – პრემიერი

„როცა სოციალურ მედიაში ატყდა ამბავი, მერე დაიწყეს რაღაც უხერხული ვერსიების მოძებნა. ამიტომაცაა ეს ქვეცნობიერი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დამწყდა გული; ბუბა კიკაბიძე ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია, ადამიანი ასაკშია. ზუსტად ესაა ნაციონალური მოძრაობის ხელწერა – როდესაც ცალკე აღებული ადამიანის, ინდივიდის ბედი არავის ადარდებს. ჯერ ერთი, ამ ასაკის ადამიანი რომ გამოგყავსამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ… რაც წლების განმავლობაში შეუქმნია, გაუკეთებია რეპუტაცია ან ხალხის სიყვარული დაუმსახურებია, ამ ერთ საღამოში, სამწუხაროდ… გუშინდელმა აქციამ, მათ შორის, იქ გამომსვლელი ხალხის დონეზეც, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიწყოს“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები