LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ბილეთი გაიყიდა!“ – რუსთაველის თეატრის მსახიობების სიხარული

1543
rustavelitheatre

ნიკა ქაცარიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რუსთაველის თეატრში გადაღებული ფოტო, სადაც ცნობილი მსახიობები სპექტაკლზე გაყიდულ ველა ბილეთს ზეიმობენ მიუხედავად რუსთაველის თეატრზე ბოლოდროინდელი შეტევისა.

ნიკა წერს:

„ყველა ბილეთი  გაიყიდა!!! მადლობა ღირსეულ  საზოგადოებას და მაყურებელს“.

ამ პოსტს აზიარებს ამავე თეატრის მსახიობი, ია სუხიტაშვილი და საკუთარ სიხარულს უზიარებს მეგობრებს:

„ეს ჩემი კოლეგები არიან, სპექტაკლის მერე გადაღებული ფოტოა, დღეს ყველა ბილეთი გაიყიდა, მე მიყვარს ჩემი რუსთაველის თეატრი. მიყვარხართ ყველა, ვისაც გიყვართ ჩვენი თეატრი. ჩემს დიდ ოჯახს გაუმარჯოს“.

შეგახსენებთ, რომ ბესო ზანგურის მხარდაჭერის გამო რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ბესო ზანგური ყოფილმა მეუღლემ, ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. რუსთაველის თეატრის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ამ დღეებში შეხვდებოდით კომენტარებს თეატრის ბოიკოტთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები