LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დირექტორს დაევალა ცხრილის შევსება, სადაც მითითებული უნდა იყოს თანამშრომლები რომელ პარტიას აძლევენ ხმას – “ევროპული საქართველო”

84
Capture

“საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ ხმას მაინც არ მისცემს, მაგრამ „სიაში ფიგურირებენ დამლაგებლებიც კი, რომლებზეც ზეწოლა ასევე ხორციელდება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გიორგი კანდელაკმა და მაია კაციტაძემ ისაუბრეს, რომლებმაც „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ოფისში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

კანდელაკის თქმით, ერთ-ერთი გარდამტეხი ცვლილება, რასაც „ევროპული საქართველო“ მოიტანს, იქნება სწორედ ის, რომ საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, ბაღის მასწავლებლებს, პოლიციელებს თუ დამლაგებლებს, არანაირი შეხება არჩევნებთან აღარ ექნებათ.

„ამბროლაურშიც, წყალტუბოშიც, სადაც მე ვაწარმოებ „ევროპული საქართველოს“ კამპანიას და სხვაგანაც მუნიციპალური აიპები სავსეა წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანებით, რომლებმაც არც კი იციან, რაში იღებენ ხელფასს. ამავე დროს, კეთილსინდისიერ თანამშრომლებზე ამხელა ზეწოლაა, რისი არსებობა სწორედაც „ოცნების“ ნერვიულობაზე მიუთითებს და მათ გარდაუვალი მარცხისგან ვერ იხსნის“, – განაცხადა კანდელაკმა.

მაია კაციტაძის განცხადებით, ნებისმიერი სამსახურის მიერ თანამშრომლების აღწერა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.

„სწორედ ასეთი საქმიანობითაა დაკავებული ამბროლაურის მერია. 12 ოქტომბერს, საგანგებო შეხვედრების შემდეგ, ყველა ა(ა)იპ-ის დირექტორებს დაევალა სპეციალური ცხრილის შევსება, სადაც მითითებული უნდა იყოს თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, რომელ მაჟორიტარობის კანდიდატს აძლევს ხმას და რომელ პარტიას. ეს უბრალოდ კრიმინალია“, – განაცხადა კაციტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები