LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დროის გავლენიანი მხედართმთავრების რეიტინგში დავით აღმაშენებელი მესამე ადგილზეა

1172

პორტალი thetoptens.com ინტერნეტ გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, სადაც მომხმარებელი ყველა დროის ყველაზე გავლენიანი მხედართმთავრების რეიტინგს ადგენს. დავით აღმაშენებელი ამ რეიტინგში მესამე პოზიციაზეა. პირველ და მეორე ადგილებს კი, ალექსანდრე მაკედონელი და ჩანგ ჰინგ დაო ინაწილებენ. დავით აღმაშენებელს გამოკითხულთა 9 პროცენტი აძლევს ხმას და ის 1 პროცენტით ჩამორჩება მეორე ადგილის მფლობელს. 7 პროცენტით მეოთხე პოზიციაზეა ნაპოლეონ ბონაპარტი და კართაგენის მხედართმთავარი ჰანიბალი.

პორტალი წერს დავით აღმაშენებლის გამარჯვებებსა და ოქროს ხანაზე, რომელიც მისი მართველობის პერიოდში დაიწყო და 2 საუკუნის მანძილზე გაგრძელდა. მომხმარებელს  შეუძლია ხმა მისცეს დავით აღმაშენებელს ლინკზე http://www.thetoptens.com/top-military-generals/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები