LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ემიგრანტს მეც ვთხოვდი, დაბრუნდეს და მონაწილეობა მიიღოს იმ ზეიმში, რომელსაც ადგილი აუცილებლად ექნება – მელია

40
ნიკა-მელია-1

„როდესაც რეჟიმი მარცხდება, ვერ ავუკრძალავთ ადამიანებს იზეიმონ. მე ვფიქრობ, რომ ამას ადგილი ექნება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ზურაბ ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მელიას თქმით, „ქართული ოცნება“ თავად არის შეგუებული აზრს, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება, “უბრალოდ ციური მანანას იმედი აქვთ”.

მელია: 2 ოქტომბერს „ოცნება“ მარცხდება, მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, კოალიციურ მმართველობაში

“თავადვე ამბობენ და ხაზს უსვამენ, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება, ამ დროს ესაუბრებიან თავისი პარტიის აქტივისტებს და წევრებს, რომ 2 ოქტომბერს 23:00 საათზე არ ჩამოეშალოთ პარტიული ინფრასტრუქტურა. 43%-ის აღების იმედი თავადაც აღარ აქვთ და ეუბნებიან თავიანთ ამომრჩევლებს, ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნებაო. რამდენად ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები, დამოკიდებული იქნება ქართველ ხალხზე და საერთაშორისო პარტნიორებზე, რომელთაც აქვთ არამხოლოდ პოზიცია, არამედ ვალდებულება შეთანხმებიდან გამომდინარე, რომ ქართველ ხალხთან ერთად დადგნენ

ყველა ემიგრანტს მეც ვთხოვდი, რომ დაბრუნდეს 2 ოქტომბრისთვის და მონაწილეობა მიიღოს ამ ისტორიულ მოვლენაში, იმ ზეიმში, რომელსაც ადგილი აუცილებლად ექნება“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები