LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა კომენტარს შორის მდაბიო და სამარცხვინოა – ეკა ბესელია მაია ცქიტიშვილის განცხადებას პასუხობს

217
a77501b

დეპუტატი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას პასუხობს.

“ყველა კომენტარს შორის მდაბიოსა და სამარცხვინოა” – წერს ეკა ბესელია ფეისბუქში.

“ეს კომენტარი რომ წავიკითხე თვალებს ვერ დავუჯერე… ვერც წავუყრუე და ვერც “გავატარე”. ემოციურად ვწერ ახლა, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა: ასეთი რამ რომც გაიფიქრო, როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა …. ეს იმაზე უარესია რაც გვრიტიშვილმა იკადრა … რას ნიშნავს ეს სიტყვები ქალ მაია? რისმა მოსმენამ დაგღალათ? ჟურნალისტი რომ კითხვას სვამს რა ხდება ამ საქმეზე და მე რომ პასუხის გაცემა მიწევს? და რომ მიწევს ეს ვისი ბრალია?? და რას გაეცა პასუხი? რა გამოიძიეს? არ გაწუხებთ, იმ მთავრობაში ყოფნა, რომლის დროსაც ასეთი უკანონო ჩანაწერები ვრცელდება?

რას ელოდებით რომ ამ კითხვას როცა დამისვამენ გადავიმალო??? ზუსტად ეს მიზანი ქონდა ვინც ეს დაგეგმა. დღემდე ვინარჩუნებ ეთიკურობას და არ ვსაუბრობ ბევრ რამეზე და მართლა ფიქრობს ვინმე თქვენგან რომ სულ ესაა ყელაფერი???” – წერს ეკა ბესელია.

რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა  დღეს განაცხადა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები