LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა მეუბნებოდა, რომ მე ვერ გამოვიდოდი მომღერალი“ – რა გზა გაიარა ნინო ჩხეიძემ წარმატებისკენ

223
cheidzenino

მომღერალი ნინო ჩხეიძე კარიერის დასაწყისს იხსენებს და საკუთარ მარცხებზე ღიად საუბრობს. როგორც მომღერალი „რუსთავი 2“-ის ეთერში ჰყვება, მას ურჩევდნენ საჯაროდ არ ემღერა და არც ალბომი გამოეშვა.

„ყველა მეუბნებოდა, რომ მე ვერ გამოვიდოდი მომღერალი, არ უნდა მემღერა, შემეძლო სახლში მემღერა, მაგრამ საჯაროდ არ უნდა გამომეტანა სიმღერები. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე სცენაზე თუნდაც ერთხელ მაინც გამოვიდოდი.

მარცხი ყველა ადამიანის ცხოვრებაშია, ჩემს ცხოვრებაშიც არაერთხელ ყოფილა, უბრალოდ ნაკლებად ჩანს. ყველაზე მძაფრად რაც მახსოვს, ჩავწერე ჩემი პირველი ალბომი, რომელიც ვაჩვენე ერთ-ერთ მუსიკოს და მან მითხრა, რომ ეს ალბომი დამალე, არ გამოუშვა და არც არავის აჩვენო. ცოტა შოკში ვიყავი, რა თქმა უნდა არ გავითვალისწინე და გამოვუშვი ეს ალბომი და სრული რეკორდი მოხსნა. ის კასეტა ყველას ჰქონდა, რომელშიც ეს სიმღერები იყო შესული“, – ამბობს მომღერალი და მაყურებელს რჩევასაც აძლევს.

„მინდა ყველას ვურჩიო, არასდროს მოუსმინონ სხვა რას ეტყვის, მთავარია თვითონ სჯეროდეთ საკუთარი თავის და იცოდნენ რას აკეთებენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები