LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ოკუპანტის დედაც და ვინც მათ უკრავს ტაშს იმის დედაც (ვიდეო)

386
kviciani

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა.

სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რამაც პარლამენტარების და საზოგადოების წევრების აღშფოთება გამოიწვია.

პარლამეტის შენობაში ვითარება ცოტა ხნის წინ დაიძაბა. ემზარ კვიციანსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქე მოუწოდებდა კვიციანს აღნიშნული ფაქტი გაეპროტესტებინა და პარლამენტის დარბაზში გავრილოვისთვის ტაში არ დაეკრა, რაზეც კვიციანმა უპასუხა: ყველა ოკუპანტის დედაც და ვინც მათ უკრავს ტაშს იმის დედაც!

 

მამუკა მდინარაძის განცხადებით პარლამენტში ასამბლეის სესია აღარ გაგრძელდება.