LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია აღარ უნდა მოვეშვათ და პირიქით, ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეთ: მიხეილ სააკაშვილი

117
სააკაშვილი2

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს. ის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს და თბილისის მერობის კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებულ შედეგს ულოცავს.

მისივე განცხადებით, ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს და „ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ დემოკრატია და თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში“.

სააკაშვილი გამარჯვებას „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ ანზორ მელიასაც ულოცავს და წერს, რომ მათი წარმატებით ამაყობს.

„მიხეილ სააკაშვილის წერილი ნიკა მელიას

ნიკა, ძვირფასო,

მოგიკითხავ შენი ყოფილი საპატიმროდან და მინდა მოგილოცო შენც და თბილისელ ამომრჩევლებსაც, რომ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ, ამას არც მტერი და არც მოყვარე მოელოდა.

ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია და ესაა ჩვენი საამაყო ქართული ყველა დიდი ქალაქი, აღარ უნდა მოვეშვათ 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად და, პირიქით, მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეთ.

განსაკუთრებული მილოცვა მამაშენს!

ყველა ოპოზიციური და უბრალოდ ჯანსაღი ძალა გავაერთიანოთ, დავივიწყოთ ყველა წყენა და ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ დემოკრატია და თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში.

არავითარი რევანში არავის მიმართ, ვინაიდან ყველანი ქართველები და ზოგადად ამ ქვეყნის შვილები ვართ.

ვამაყობ თქვენი წარმატებებით და ასევე მზად ვარ და ვადასტურებ, რომ ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ, ვიბრძოლო საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის გაჭირვებისგან და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად და საქართველოს გასამარჯვებლად.

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის მფარველი“,- წერს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები