LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ქვეყანას რომ ქალი მართავდეს, ცხოვრების დონე უკეთესი იქნებოდა – ბარაკ ობამა

166
AAJGvSZ

მსოფლიო ყველა ქვეყანას რომ ქალები მართავდნენ, ცხოვრების დონე უკეთესი იქნებოდა – ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა.

მისი თქმით, ქალები არ არიან იდეალურები, მაგრამ ისინი კაცებს უდავოდ სჯობნიან.

„ქალებო, მინდა იცოდეთ –  თქვენ არ ხართ იდეალურები, თუმცა ჩვენზე ბევრად უკეთესები ხართ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველა ქვეყნის მმართველი ქალი იქნება, ჩვენ შესამჩნევი გაუმჯობესება გვექნება ყველაფერში“.

ობამა აშშ-ს პრეზიდენტი 2009-დან 2017 წლამდე იყო. თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, მან, ცოლთან, მიშელ ობამასთან ერთად ორგანიზაცია დააარსა, რომლითაც ახალგაზრდა ლიდერებს განვითარებაში ეხმარება.

წყვილი კუალა-ლუმპურში „ობამას ფონდის“ ღონისძიებაზე გასულ კვირას იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები