LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა რეგიონში ვითარება დასტაბილურდა, დამყარებულია კონტროლი: ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური

66
kz1-4163-2-mediumThumb

ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყაზახეთში ყველა რეგიონში ვითარება დასტაბილურდა, დამყარებულია კონტროლი ოპერატიულ ვითარებაზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა გაათავისუფლეს ყველა ჩამორთმეული ადმინისტრაციული შენობა.

“​სახელმწიფოს მეთაურს ეცნობა, რომ სამართალდამცავი ორგანოები და შეიარაღებული ძალები იღებენ ზომებს ქვეყანაში წესრიგისა და კანონის აღსადგენად, ასევე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვის უზრუნველსაყოფად. შეიქმნა საგუშაგოები, სტრატეგიული ობიექტების მთელი რიგი გადაეცა CSTO-ს წევრი ქვეყნების გაერთიანებულ სამშვიდობო კონტიგენტს. ძალოვანი სტრუქტურები აგრძელებენ დასახლებების „გასუფთავებას“. მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები ტერორისტების აღმოსაჩენად და დასაკავებლად, მტკიცებულებათა ბაზის შესაგროვებლად, ასევე დოკუმენტაციისა და შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები