LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა რეპრესიული ნაბიჯი მელიას წინააღმდეგ, იმაზე მწვავედ იქნება შეფასებული, ვიდრე ეს აქამდე მოხდა – ბოკერია მელიას სუს-ში დაბარებაზე

634
1

“ევროპული საქართველოს“”ავმჯდომარე გიგა ბოკერია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას აფასებს და აცხადებს, რომ “სუს-ის”ფუნქცია არა ქვეყნის დაცვა, არამედ პოლიტიკური მანიპულაციებია.

ბოკერიას თქმით, ყველა რეპრესიული ნაბიჯი მელიას წინააღმდეგ, იქნება იმაზე მწვავედ შეფასებული, ვიდრე ეს აქამდე მოხდა:

“ეს არ ხდება პირველად, ამ რეჟიმის ტრადიციული მეთოდია ამ ტიპის გამოძიებები. ყველამ იცის, რომ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს. წლებია, ასე უტიფრად, სუს-ის გამოყენება ინსტრუმენტია. დღეს სუს-ის ფუნქცია არა ქვეყნის დაცვა, არამედ ის პოლიტიკური მანიპულაციებია, რასაც ახლა ვხედავთ.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება, ამის პროგნოზი შეუძლებელია ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. შეიძლება სულმა წასძლიოს და კიდევ ძალის დემონსტრირება მოახდინოს. ყველა შემთხვევაში, ყველა რეპრესიული ნაბიჯი მელიას წინააღმდეგ, იქნება შეფასებული ძალიან მწვავედ, იმაზე მწვავედ, ვიდრე ეს აქამდე მოხდა, როგორც კიდევ ერთი მსხვილი პოლიტიკური დევნილის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ეს იქნება შედეგი.” – თქვა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარების შესახებ სოციალურ ქსელში 4 დეკემბერს დაწერა.

მან სუს-ის წარმომადგენლის მიერ გაგზავნილი სმს-შეტყობინების ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ “ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები