LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა, ვინც დღეს მიტინგზე გამოდის, მოღალატეა! – ქეთი დოლიძე

533
qeti-dolidze

რეჟისორი ქეთი დოლიძე აცხადებს, რომ ვინც აქციაზე გამოდის, ყველა მოღალატეა. ამასთან დოლიძე აზიარებს შოთა გლურჯიძის სტატუსს, რომელიც მომიტინგეების პროტესტს აკრიტიკებს და საძაგლობას უწოდებს.

“ვიზიარებ რისხვით!
შოთა, ყოველ სიტყვას ვიზიარებ!!!
ეს უაზრო “ლაიქები”, ზოგიერთი ვითომ “ბომონდის” წარმომადგენლების, რომელთაც თავი ქუდში აქვთ და ბევრს უცხოური პასპორტიც…
ზოგი რუსეთში ცხოვრობს, რუსული პასპორტით და იქედან აგინებს რუსეთს,
გაუთვლელი, ეპატაჟური სისულელე და “ვაი პატრიოტიზმი”!!!!
მეზიზღება ეს ხალხი!
ყველა, ვინც დღეს მიტინგზე გამოდის – მოღალატეა!!!!” – წერს ქეთი დოლძე შოთა გლურჯიძის სტატუსზე.

შოთა გლურჯიძე:

მთავარი პრობლემა ქართული საზოგადოების ვითომ პროგრესული ნაწილის ზნეობრივი ხეიბრობაა. იმ ტრიბუნაზე იდგე, რომლიდანაც შენამდე და შენს შემდეგაც, ეკლესიას, პატრიარქს აგინებენ, ცილს სწამებდნენ, ამაზე არანაირი რეაქცია არ გქონდეს და ლაპარაკობდე მორალზე, ჰუმანიზმზე და პატრიოტიზმზე, ეს საძაგლობაა.

სამწუხაროა, რომ ამ როლში ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ პატიოსანი კაცის სახელზე. ეს კრავებად გადაცმული მგლები და ტურები გამოაშკარავდნენ, მაგრამ უკვე გვიანია, დაზარალდა უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, დაზარალდა ფიზიკურად და სულიერადაც.

პოლიტიკური ფულია, ადვილი მოსაპოვებელი და უშრომელი ფული ამ არსებების მოტივაცია. ადამიანები? ადამიანები არავის ენაღვლება, არც მათი დასახიჩრება, არც მათი სიღარიბე და სასოწარკვეთა. მთავარია მიაღწიონ ფულის წყარომდე, ხელისუფლებამდე და აქ მორალი ვერაა მათი მეგზური.

ხალხი კი ისევ უუფლებო, ღატაკი და გულაცრუებული დარჩება, ისევ მხოლოდ მათი მხრიდან ნაგინები პატრიარქის ლოცვისა და უფლის წყალობის იმედად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები