LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი გააკეთა ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა იმისთვის რომ ნეკა სრულიად გაენადგურებინათ როგორც ადამიანი და ქალი, თუმცა..“ – რას წერს დოროყაშვილის ადვოკატი

3026
BeFunky-collage

ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე დოროყაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

„ყველაფერი გააკეთა ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა იმისთვის რომ ნეკას შერჩენილი გამბედაობაც ჩაეკლათ და სრულიად გაენადგურებინათ როგორც ადამიანი და ქალი, თუმცა ნეკამ აჩვენა როგორ უნდა იბრძოლო როცა ხარ მართალი და ხედავთ როგორ ფერმკრთალდება ნელ-ნელა, სიმართლის ფონზე, “ვარსკვლავები”  ამ ხალხის თავზე.

ასე რომ კი ლანძღავთ მას, მის ყველა მხარდამჭერს, კი გვაფურთხებთ მის დამცველებს, მაგრამ იცოდეთ ჩვენ ვართ ამაყები და ბედნიერები რომ ვიცავთ სიმართლეს. ამის ფონზე ყველაფერი დაძლევადია“,- წერს ანა აბაშიძე.

„არსებობს რისკი იმისა, რომ მას შეიძლება ჰქონდეს COVID 19“ – ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გადაიდო

რა თქვა ბასილაშვილმა სასამართლო პროცესზე: „ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო.. მახსოვს იდგა და გიჟივით ყვიროდა, რატომ მირტყამდიო.. ვიდეოში ჩანს რომ ვიგინები? ჩემთვის ვიდექი წყნარად..“

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამავე თემაზე:

ნეკა დოროყაშვილი: ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

„ნიკოლოზმა მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენიაო.. როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა – ვირთხას, გველს, რწყილს“ – ნეკა დოროყაშვილი

„ბავშვმა მითხრა, ნიკოლოზმა გოგო გამაცნო, შენი მეორე დედა არისო, მერე საწოლზე ერთმანეთს კოცნიდნენ და მე ვუყურებდიო”- ნეკა დოროყაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები