LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მესამე ტალღა არ დავუშვათ და მკაცრ შეზღუდვებს თავი ავარიდოთ: ირაკლი ღარიბაშვილი

41
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ მთავრობის სხდომაზე მოსახლეობას მიმართა და კოვიდ რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, შემთხვევების მატება, რაც ბოლო დღეებში აშკარაა თითოეული ჩვენგანისგან მეტ ყურადღებას და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

“პირველ რიგში მინდა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას შევეხო , რომელიც, სამწუხაროდ, მძიმდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც. შემთხვევების მატება, რაც ბოლო დღეებში აშკარაა თითოეული ჩვენგანისგან მეტ ყურადღებას და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, მმართველმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა  მესამე ტალღა არ დაუშვას და  მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს თავი ავარიდოთ.

“ამის ერთადერთი მექანიზმი არის რეგულაციების დაცვა. პირბადის სწორად ტარება, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისგან, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავება – ეს ის ელემენტარული დათმობებია, რომლებზეც ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გამო უნდა წავიდეთ, ვიდრე ვაქცინაცია დაგვიცავს. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები