LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კურსი 3-ს არ გასცდეს – რომან კაკულია

69
347d9c8e425fe8571ae147d1f79f36ea-XL

ეროვნული ბანკის ჩარევა მნიშვნელოვანია, რადგან 3 ძალიან რთული, ფსიქოლოგიური ეფექტის მქონე ციფრია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამს არ გასცდეს, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკა კვლავ უნდა გაამკაცროს, რომ სტაბილურობა იქნას შენარჩუნებული.

„მივესალმები, რომ ეროვნულმა ბანკმა ნაბიჯი გადადგა. თუ საჭირო იქნება, კიდევ ერთხელ უნდა ჩაერიოს, თუმცა გასაგებია, რომ ეს იმპორტის შემცირებას გამოიწვევს. ბიზნესი ასეთ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული რისკების წინაშე დადგეს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ წუთას სხვა არჩევანი არ არსებობს. სჯობს, ვიფიქროთ ახლა ლარის სტაბილიზაციაზე, თუმცა ამის ფასი შეიძლება იყოს გარკვეული წნეხი ბიზნესზე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დასტაბილურება ამ ნაკლოვანებებს გამოასწორებს”,-განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის, დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9546 შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები