LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველაფერმა ისეთი ბინძური კამპანიის სახე მიიღო, რომ საჯარო მოხელეს შებოჭილი აქვს ხელები, – დაიცვას საკუთარი თავი”

93
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომლებს დაემშვიდობა. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში უგრეხელიძემ ყოფილ თანამშრომლებს განუმარტა, რის გამო ტოვებს თანამდებობას. მან გაწეული სამუშაოსთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ: ის გრძნობა, რომელიც საჯარო რეესტრში მქონდა, ჩემი მუშაობის პერიოდში, რომელსაც დღეს მე განსაკუთრებულად ვგრძნობ, არის აბსოლუტურად განსხვავებული გრძნობა. დღევანდელი საჯარო რეესტრი არის თქვენი, თითოეული თქვენგანის მაღალი პროფესიონალიზმისა და შრომის შედეგი. ესაა თქვეენი ერთგულებისა და კეთილსინდისიერების შედეგი. 

თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა გაჟღერდა მედიაში და რა მოხდა რეალურად. უბრალოდ, ამ ყველაფერმა ისეთი ბინძური და ჭუჭყიანი კამპანიის სახე მიიღო, რომ საჯარო მოხელეს შებოჭილი აქვს ხელები, – დაიცვას საკუთარი თავი. სწორედ იმისთვისს, რომ მე ჩემი სიმართლე დავამტკიცო და ეს სწორი გზით გავაკეთო, მე მჭირდება, ვიყო თავისუფალი- მიმართა უგრეხელიძემ ყოფილ თანამშრომელებს.

 

https://www.facebook.com/papuna/videos/2169456429948879/

 

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა.

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც  ანონიმურობის პირობის დაცვით ილაპარაკა, აცხადებს, რომ მისთვის მტკივნეულ საკითხზე პრესასთან ღიად ლაპარაკი რამდენიმე გარემოების გამო გადაწყვიტა. მისი თქმით სამოქალაქო აქტივისტის და CiDA-ს დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ ბოლოდროინდელი ბრალდებები ერთადერთი მოტივატორი არ იყო.