LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ… ტელევიზიაში საკადრო ცვლილებები არ იქნება – პაატა სალია

220
პაატა სალია2

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, არსებული რესურსებით ტელევიზიის თანამრომლებისთვის ხელფასის მიცემა რთული იქნება. თუმცა, როგორც სალიამ განაცხადა, უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ.

„მე არ ვისაუბრებ ახლა რიცხვებზე და რაოდენობაზე. თუმცა, ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ. არსებული რესურსებით ალბათ, რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეიდან, ხვალიდან ვმუშაობთ ამ თემებზე, რომ ეს არ მოხდეს“, – განაცხადა სალიამ.

პაატა სალიას განცხადებით, ტელევიზიაში საკადრო ცვლილებები არ იქნება, მისივე თქმით, არც შემცირებებია დაგეგმილი.

„ჩვენ მოვედით იმ განზრახვით, რომ არხი შევინარჩუნოთ, როგორც წარმატებული, რეიტინგული კომპანია. გავზარდოთ მისი რეიტინგი და ყველა ძალისხმევა მივმართოთ ამისკენ. რაც შეეხება თანამშრომლების განწყობას, მათი განწყობაა, რომ ეს არის ერთი შეკრული გუნდი და მათ სურთ, რომ „რუსთავი 2“ იყოს წარმატებული ტელევიზია. დანარჩენზე ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობაც ამ ჭრილში წარიმართება. როცა მიზნები ერთმანეთს ემთხევა, არ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა“, – განაცხადა სალიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები