LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველანაირი საშუალება იქნება საქართველოში, რომ მოგზაურობა ძალიან კომფორტული და უსაფრთხო იყოს – მარიამ ქვრივიშვილი

114
90718740-2800950493288248-6324153220952227840-o

ყველანაირი საშუალება იქნება საქართველოში, რომ მოგზაურობა ძალიან კომფორტული და უსაფრთხო იყოს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სტანდარტებისა და წესების დაცვის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ უკვე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად წესებზე, რომელიც უნდა დაინერგოს სექტორულად. ეს იქნება სასტუმროები, განთავსების, კვების ობიექტები, გიდები, სატრანსპორტო და  ტურისტული კომპანიები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ექვსი რგოლი ტურიზმის ინდუსტრიაში. ამ წესებთან დაკავშირებით ვგეგმავთ,  მიმდინარე კვირა სრულად დავუთმოთ ეპიდემიოლოგებთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და ასევე კერძო სექტორთან საუბარს. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ დაახლოებით 25 მაისისთვის ჩვენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისგან მივიღებთ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რომლის მოდიფიკაციაც   საქართველოს რეალობაში მოხდება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით,  საზღვრების გახსნა და ტურისტული მიმართულებების დამატება ეტაპობრივად მოხდება.

ხაზს გავუსვამ, რომ  პრემიერ-მინისტრის დავალება ძალიან მკაფიოა. ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, აეროპორტებში, თუ სახმელეთო საზღვრებზე,  ტურისტის შემოწმების კუთხით მაქსიმუმ დაყოვნება არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს, ეს ნიშნავს, რომ ყველანაირი საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვილობის საშუალება იქნება საქართველოში, რომ მოგზაურობა ძალიან კომფორტული და ძალიან უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა მარიამ ქვირივშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები