LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველანი ვერის ბაღში – ლევან ვასაძე მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდებს

240
levan vasaze

ე.წ. პრაიდის თარიღი გაცხადებულია და რა თქმა უნდა, ეს პრაიდი არ შედგება, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ  „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ის ამბობს, რომ წესრიგის დასამყარებლად  ხვალ, დილის ათი საათიდან შეკრიბებიან ვერის ბაღში.

„ზუსტი დრო და ადგილი ამ სიბილწის, პროპაგანდის, ჩვენი შვილების გარყვნის მცდელობისა ან ჩვენი უძველესი ტრადიციული ქრისტიანული კულტურის შეურაცხყოფის მცდელობისა ჩვენ არ ვიცით. დილას შევიკრიბებით რამდენიმე ათასი ადამიანი, ჯგუფები დაძრულია მთიულეთიდან, ხევიდან, სვანეთიდან, დასავლეთ საქართველოდან, უამრავი ხალხი მოდის თბილისიდან და დაველოდებით ადგილსა და დროს. მინდა, შევახსენო ყველა ჩვენს მომხრეს, ვინც ვერის ბაღში მოვიდა 16 ივნისს, ჩვენი სამოქმედო გეგმა. იქ არ მივდივართ არაფრისთვის, გარდა წესრიგის დამყარებისა. ჩვენ გარდა უამრავი ხალხი მოვა. ღმერთმა დაგვიფაროს და იქნება ცემა-ტყეპა და სისხლისღვრა, ჩვენი ამოცანაა – თუ იქნება პოლიციის კორდონი, მისი გარღვევა და გარყვნილების პროპაგანდისტების იქიდან გათრევა. ვისაც არ გეზარებათ და არ დაგავიწყდებათ, თან იქონიეთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები და ასევე ხელზე შებმული ქამრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და ამ ქამრების მეშვეობით შევძლოთ, გავათრიოთ ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფები.

მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ კომბლები სხვენში გვიდევს. რადგანაც შსს-მ გამოაცხადა, რომ ვერ დაიცავს პრაიდს და მოუწოდა მათ, რომ ე.წ. პრაიდი არ ჩატარებულიყო, ვისაუბრეთ ამის შესახებ, ჩვენ ვთქვით, რომ მამაკაცები იქ მივალთ შიშველი ხელებით. ღმერთმა ნუ ქნას და შსს თუ გადაწყვეტს, დაგვჩაგროს და დაიცვას ეს უბედურება, მაშინ ვისაც როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. აქვე მინდა გავემიჯნო ყველა იმ პროვოკაციას, რომელიც ვიცით, იგეგმება. იქ აპირებენ იარაღის მოტანას, იქ იქნება ათასგვარი პროვოკაციები, ჩვენ, ვერის ბაღის საზოგადოება ვემიჯნებით ყოველგვარ მკვლელობას, სროლას, დანას, ძალადობას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

https://www.facebook.com/wcf10/videos/1375123525961137/

შეგახსენებთ,”ღირსების მარში ხვალ, 8 ივლისს გაიმართება” – ამის შესახებ განცხადება “თბილისი პრაიდმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსვლელობა, რომელიც 22 ივნისს იყო დაანონსებული, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.

“თბილისი პრაიდის” მიერ გავრცელებულ წერილში საუბარია, რომ  “თბილისის პრაიდის” გუნდი, ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად, ღირსების მარშს გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები