LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას აქვს შესაძლებლობა, მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“ – წყნეთის აგარაკები კიდევ რამდენიმე პირმა შეიძინა

132
1579702086-წყნეთის-სამთავრობო-აგარაკი

წყნეთის სამთავრობო აგარაკები ₾47 მლნ-ად გაიყიდა. ელექტრონულ აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სულ 30 უძრავი ქონება გამოიტანა, რომლის ჯამური საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 40.66 მლნ ლარს შეადგენდა. უძრავ ქონებაზე მაღალი დაინტერესება დაფიქსირდა და შესაბამისად, მთლიანობაში გასხვისებული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 47 მლნ ლარი შეადგინა.

წყნეთის აგარაკების მყიდველებს შორის ძირითადად არიან ფიზიკური პირები, კერძოდ, 4 ობიექტი შეძენილი აქვს მოქალაქე ზაალ ჭანტურიას, 3 ობიექტის მფლობელი გახდა ვასილ ხანიშვილი და ასევე 3-ის გიორგი თხელიძე. 2 ობიექტი შეიძინა დავით ჭყონიამ და ა.შ. იურიდიული პირებიდან კი ე.წ. წყნეთის სამთავრობო აგარაკების 11 ობიექტის მფლობელი შპს „იბეროტელი“ გახდა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესი გრძელდება და კერძო სექტორს ძველ შეთავაზებებთან ერთად, ახალ ობიექტებსაც წარუდგენს.

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე “, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები