LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველას დრო დადგება… შესაბამის სასჯელს მიიღებთ! დაგავიწყდათ, რომ შვილი მომიკლეს” – ზაზა სარალიძის ემოციური პოსტი

2300
zaza

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე “ფეიბუქის” საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ყველა იმ ადამიანის დრო დადგება, ვინ პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდა 2017 წლის პირველი დეკემბრის ინციდენტში.

“ყველა ადამიანი,ვინც 2017 წლის 1 დეკემბრის ინციდენტში მონაწილეობდა პირდაპირ თუ არაპირდაპირ მნიშვნელობით,ვინც სიმართლე იცის და არ ლაპარაკობს,ვინც დააშინეს,ვინც მოისყიდეს,ვინც გააჩუმეს,ვინც გაუთქმელობის ხელწერილს იყენებთ ფაქტების დასამალად ან დასამახინჯებლად!!!!

ყველას დრო დადგება აუცილებლად და შესაბამის სასჯელს მიიღებს!!!!
განათლების სამინისტრომ გადადგა ნაბიჯი ჭეშმარიტებისაკენ!!!
იმედი მაქვს, შეუერთდება დანარჩენი უწყებები და ძალიან მალე სრული ჭეშმარიტება დადგება!!!

პირველი იდეა გაჩნდა (გუგუშვილი, გოგოხია, ფხაკაძიდან), რომ თითქოს მე ვიყავი ვიღაცის მართული და ვიღაცეების დავალებებს ვასრულებდი!!!

ექვსი თვე დამცინოდნენ და თვალებში მაფურთხებდნენ, ექვსი თვე მატყუებდნენ და ეგონათ ჯიბეში ვყავდით, ყველა წუთი და წამი მახსოვს ზვიადი ბიძია, მაგრამ დაგავიწყდათ, რომ შვილი მომიკლეს და იმას იქეთ გზა აღარ იყო!!!

მალე მოვა თქვენამდეც აქლემი!!!!

ერთადერთი, სადაც მეჩქარება ჩემი შვილია და სანამ მას შევხვდები, მანამდე დარწმუნებული ვარ ვერ ვნახავ, სანამ ყველა თავის გზას არ დაადგება და ჭეშმარიტება არ აღსდგება!!!!

პ.ს. ყველა ადამიანი მეცოდებით ცუდისთვის, მაგრამ გაცილებით მეცოდება გლდანის სასაფლაოზე უმოძრაოდ მიწისქვეშ ამოდებული ჩემი შვილი, რომელიც სიცოცხლით აწი უნდა დამტკბარიყო!!!

მკვლელებმა ის მოკლეს ფიზიკურად, თქვენ კი მისი სახელის მკვლელობა გადაწყვიტეთ!!!“, – წერს სარალიძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები