LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას ძველბიჭურად პირი აქვს შეკრული…ეს არის ქურდული მენტალიტეტის გამარჯვება სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე – დოლიძე

299
BeFunky-collage (3)

“ჩვენ გვგონია, რომ შაქარაშვილის გლოვას მოვრჩებით და მერე ძალადობა აღარ იქნება? სისტემური პრობლემაა, რომ სახელმწიფომ ხელები დაიბანა, დაგიხოციათ ერთმანეთიო,”- ასე გამოეხმარა “ტვ პირველის” ეთერში მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.

“ამ ახალგაზრდების შუაში, მთელი რიგი ინსტიტუტები უნდა იყვნენ, რომ გააშველონ… მე მივმართავ სამოქალაქო საზოგადოებას აიღონ პასუხისმგებლობა, განახორციელონ თვითცენზურა…

როგორც ჩანს, კანონის პატივისცემა ჩვენთან, არის დაბალ, ხოლო დაუსჯელობის განცდა მაღალ დონეზე და ეს ხელისუფლების ბრალია. არავის არ აქვს განცდა, რომ ამისთვის პასუხი მოეთხოვებათ.

ისევ დაბრუნდა ის, რომ ჩვენების მიცემა არის ცუდი საქციელი…უნდა ვიზრუნოთ სისტემურ გამოსავალზე. ამ ხელისუფლების პირობებში ეს ვერ მოხდება რადგან, ამის ინტერესი არ აქვთ…

17 პირიდან ყველას ძველბიჭურად პირი აქვს შეკრული და არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ეს არის ქურდული მენტალიტეტის გამარჯვება სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე”- აცხადებს დოლიძე

თუ დნმ-ის ნიმუში დაემთხვა ვინმეს ნიმუშს, ეს იქნება გამართული მკვლელობა – შაქარაშვილის ბიძა

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/629914051208961/?v=629914051208961

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები