მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 “არ ინერვიულო, თუ გიღალატეს!.. ღალატზე უარესი ტყუილში ცხოვრება და ილუზიების შექმნაა. ყველას კი არ შეუძლია ერთგულება… მას ძალიან დიდი ნიჭი, ნებისყოფა და ინტელექტი სჭირდება… ასეთი ცოტაა და ვისაც არ გააჩნია, ნუ გაუბრაზდები, ყველას არ ეძლევა. ამასთან ერთად ყველას არ გამოსდის გამოიმუშავოს ეს საუკეთესო თვისებები… მხოლოდ იმაზე ინერვიულე, რომ მისგან მოითხოვე ბევრი, ვისაც ცოტაც არ შეეძლო… მოღალატეს კი არ შეეშალა შენთან, შენ შეგეშალა საკუთარ თავთან, ორგულ და გამყიდველ ადამიანზე დიდი წარმოდგენა რომ შეგექმნა… ნუ იტირებ იმის გამო, რომ მიგატოვეს… გიხაროდეს, გვერდით ლაჩარი გყოლია და ახლა შანსი გაქვს, მისი ჩამოშორებით, შეცდომები გამოასწორო… შენ რა გაქვს სადარდებელი… იმან იდარდოს, ვინც ერთგული და ღირსეული ადამიანი დაკარგა… იმ პერიოდს კი მხოლოდ გამოცდილება და საინტერესო ღია გაკვეთილი დაარქვი… მოემზადე ნამდვილი ურთიერთობებისთვის”,- წერს პეტრე კოლხი.

მსგავსი თემები