LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა ქართული ღვინის კომპანიისთვის ეტიკეტი შექმნა

78
248951854-6540157842675810-7122849442054937524-n

“იაგოს ღვინის” ახალი ეტიკეტი ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა შეასრულა. ინფორმაციას მეღვინე იაგო ბიტარიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ერთი პატარა ოცნებაც აისრულა.

„ჩვენი ცქრიალას ახალი ეტიკეტი ნატურალურ ღვინოში ყველაზე ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა Michel Tolmer შეასრულა. მახოვს პირველად საფრანგეთში რომ ჩავედი, რომელ მარანშიც არ მივედით, ყველგან მისი ნახატები დაგვხვდა, რომელებსაც გამორჩეული ხელწერა და რა თქმა უნდა, ღვინის თემატიკა აერთიანებდა. შემდეგ, ჩვენი ნაცნობობაც შედგა და წლების შემდეგ ეს დღეც დადგა, რაც ჩვენთვის დიდი პატივია“, – ამბობს მეღვინე იაგო ბიტარიშვილი.

ცნობისთვის, იაგო ბიტარიშვილის მარანი წელიწადში 5000 ბოთლ თეთრ, მშრალ ქვევრის ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს, რომელიც სრულად ექსპორტზე გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები